გოგი ქავთარაძემ “სახალხო კრება” დატოვა და ივანიშვილის პარტიაში გადავიდა!

გოგი ქავთარაძემ “სახალხო კრება” დატოვა და ივანიშვილის პარტიაში გადავიდა!

 

 
“სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის ყოფილი სპიკერი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე ბიძინა ივანიშვილის პარტიას შეუერთდა. რას გააკეთებს “ქართულ ოცნებაში”, რატომ დატოვა “სახალხო კრება” და როგორი საქართველოს ხილვა სურს? _ ამ თემებზე რეჟისორი “ქართულ სიტყვას” ესაუბრება.

ბატონო გოგი, “ქართული აკადემია” და “სახალხო კრება”, რომლის წევრიც იყავითსაზოგადოებრივიორგანიზაციებია. “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” კიპოლიტიკური პარტიაა.რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ რას ნიშნავს, “პოლიტიკაში მოსვლა”? _ მე ასე არ ვთვლი, რადგან ჩემი პროფესია, გინდა-არგინდა, მაინც პოლიტიკური აქციაა. მიმაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სახის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, საუკეთესო არაა. მინდა, პოლიტიკაში ვიყო, რათა უკეთესი გავხადო ჩვენი ქვეყანა

წინ წავიდეთპროგრესი განვიცადოთნამდვილი დემოკრატია იყოსხალხი კარგად ცხოვრობდესამოისუნთქოს დარაც მთავარიაარიყოს შიშისიყალბე და ის ყველაფერირაც ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას.
- რომ ვთქვა, დღემდე პოლიტიკაში არ ვიყავი-მეთქი, არ გამოვა სიმართლე იმიტომ, რომ ვარ “ქართული აკადემიის” წევრი და “სახალხო კრებაშიც” მივედი, როგორც “ქართული აკადემიის” წევრი. თუ ვინმეს ჰგონია, ხშირად ვიცვლი პოზიციებს, ასე არაა, რადგან მიზანი ერთია: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აღსრულდეს.
როცა “თეატრალური კავშირის” თავმჯდომარედ ამირჩიეს, უამრავი საქმე დამიგროვდა. ამიტომ, “სახალხო კრებასთან” ჩემი ურთიერთობა ვეღარ იქნებოდა იმდენად აქტიური. ამასობაში, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ჩავთვალე, რომ ეს იყო იმედი და მივედი კიდეც.

რამე უთანხმოება ხომ არ გქონიათ “სახალხო კრებასთან”?
_ მსგავსი არაფერი ყოფილა.

შიში ახსენეთ... გიწევთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიარული და როგორც რეჟისორიშესაძლოამოვლენებს სხვა კუთხითაცაღიქვამდეთროგორ აფასებთ რეგიონებში არსებულ სიტუაციას?
_ ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია ბათუმსა და ქუთაისში ჩასვლა და, იცით, რაშია საქმე? _ მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალო იმ მხრივაა, რომ ხალხს ინფორმაცია არ აქვს. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი და ვიფიქრებდი, რომ ეს გადამეტებული შეფასება იყო, მარამ გარწმუნებთ, ხალხმა მართლა არ იცის, თუ რა ხდება ქვეყანაში.

ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ამასწინათ, სტუმრები მყავდა რუსეთიდან, ჩემი კოლეგები. ვაჩვენე რუსთაველის, მარჯანიშვილი, თუმანიშვილის, გრობოედოვის თეატრები, სადაც ისეთი სტანდარტებია რომ შეგვიძლია, მაღალი დონის სპექტაკლები დავდგათ. როცა ვუთხარი, ამაში ივანიშვილი დაგვეხმარა და ეს მან გააკეთა-მეთქი, ჩემი კოლეგები გაოგნდნენ და, იცით, რა მითხრეს? _ თქვენ რომ არ გეთქვათ, ვიფიქრებდით, ასე სახელმწიფო და პირადად, ქვეყნის პრეზიდენტი ზრუნავს თეატრებზეო. ამით იმის თქმა მინდა, რეგიონებში, უცხოეთში, დასავლეთსა და აღმოსავლეთში, როდესაც ხედავენ თეატრებსა თუ ავტოსტრადებს, საავადმყოფოებს, ყველაფერს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებად თვლიან, რაც, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, აბსურდია.

სამაგიეროდხელისუფლება ცდილობსრეგიონებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდესსამხედრო აღლუმს ქუთაისში,პოლიციის დღეს კიგორში აღნიშნავსპარლამენტიც ქუთაისში გვექნებაბატონო გოგირა ხდებარატომ გარბის ხელისუფლებადედაქალაქიდან?
_ თბილისისთვის 26 მაისი საკმაოდ სახიფათო თარიღია _ შარშანდელი დარბევიდან ერთი წელი სრულდება და ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ ხალხი კიდევ გამოვა. როცა ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, რა უნდა გვექნა, აღლუმს ხომ არ ჩავშლიდითო, მაგალითისთვის გავიხსენებდი იანუკოვიჩს, რომელიც პროგრესულ და დემოკრატ ლიდერად სულაც არ ითვლება. იანუკოვიჩმაც კი, როცა ხალხი ქუჩაში იყო და მეორე დღეს აღლუმი იგეგმებოდა, აღლუმზე უარი თქვა. 

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაციათითქოს “სახალხო კრება” უკმაყოფილოარომ 26 მაისს “ქართული ოცნება” საპროტესტო აქციასაწყობსროგორც ითქვაუკმაყოფილების მიზეზი გახდა თარიღირადგან ამ დღეს საპროტესტო გამოსვლას “სახალხო კრების” წევრებიდიდი ხანიაგეგმავდნენ...
_ მსგავსი რამ არ მსმენია და არც მესმის, რას ნიშნავს ამაში შეცილება, ყველა გამოვიდეს, ვისაც სურვილი აქვს. რაც უფრო ბევრი გამოვა, გამოვა ყველა პროგრესული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობა, მით უკეთესი იქნება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევსრომ “ქართული ოცნების” ირგვლივ რაც მეტი პოლიტიკური ძალა მოიყრის თავსსაპროტესტო მოძრაობაბევრად უფრო გაძლიერდებათქვენი მოსაზრებითუნდა გაივლოს თუ არა წყალგამყოფი ხელისუფლების ყველა მომხრესა დამოწინააღმდეგეს შორის?
_ ვეთანხმები. ნეტავ, ისეთ დღეს მომასწრო, როცა ერთ მხარეს “ნაციონალური მოძრაობა” იქნება, მეორე მხარეს კი, _ ყველა დანარჩენი პარტია და მოძრაობა. ამით ხომ წერტილი დაესმება ყველაფერს?! ხომ შეიძლება, მივაღწიოთ ისეთ დემოკრატიას, სადაც სხვადასხდხვა შეხედულების პარტია ითანამშრომლებს, თუნდაც პარლამენტში. არ შეიძლება, ერთად გადაჭრან პრობლემები? ასე ძნელი რატომაა ქართველებისთვის ეს გაერთიანება, არ ვიცი. მივესალმები ყველას, ვინც გამოაცხადებს, მოდით, დავირაზმოთ,Yერთად ვიყოთ და ერთად დავამარცხოთ, ვინც არის დასამარცხებელიო.
...რას ნიშნავს 26 მაისს პარლამენტის სხდომის ქუთაისში გამართვა და სამხედრო აღლუმის ჩატარება? გამოდის, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უფსკრული უფრო გაიზარდოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, უფრო სწორად, უკმაყოფილო ხალხს შორის. გამოდის, რომ ერთ მხარეს არის ხელისუფლება, მეორე მხარეს კი, ხალხი და შუაში უზარმაზარი უფსკრულია. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ერთმანეთი გვიყვარს. არ შეიძლება, ამ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთი რაღაც მაინც გაეთვალისწინებინა მთელი ამ დროის განმავლობაში და ეთქვა, კი, ამისი გაკეთება შეიძლებოდა, ამაში გეთანხმებით, ამაში არაო?! ხომ შეიძლება, რაღაც კონსენსუსი ყოფილიყო, მაგრამ საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ დღეს ამაზე ფიქრი უკვე შეუძლებელია, დღეს გვაქვს ვითარება, როცა ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ბოლო დროს ხელისუფლება ისევ აქტიურად ლაპარაკობს რუსულ ფულზეგამოცდილებით ვიცითროცა რუსულ ფულზე ასეთი აქტიურილაპარაკი იწყებაყველაფერი საკმაოდ ცუდი შედეგითYმთავრდება...
_ რა არის ეს რუსული ფული, ივანიშვილზე ამბობენ ამას?

არა მხოლოდ ივანიშვილზენინო ბურჯანაძესა და სხვა პარტიებზეც...
_ იცით, რა?! რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ნაშოვნ ფულს რუსეთში, თუ ეს რუსული, ანუ რუსეთში ნაშოვნი ფულია და ამას საქართველოს ახმარს, განა, კარგი არ არის?

როცა პირველად წავიკითხე ბიძინა ივანიშვილის წერილი, შოკში ვიყავი, ვერ წარმომედინა, რომ ვინმეს შეიძლებოდა, გაებედა და ამ ხელისუფლებისთვის ეთქვა ყველაფერი. ვერ წარმომედგინა, ეს თქვა კაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებისა და მეცენატობის მეტი არაფერი უკეთებია! ერთ მარტივ რამეს გეტყვით: გახსოვთ, იმ ადამიანების სია რომ გამოაქვეყნეს, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა? _ თუ ასეთი ვაჟკაცები არიან, ხომ შეიძლებოდა, მეორე გაზეთში გამოექვეყნებინათ ნუსხა, რა გააკეთა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, რამდენი ბავშვი, რამდენი ეკლესია ააშენა? როგორ შეიძლება, ამისთანა კაცზე ვინმეს სიტყვა მოუბრუნდეს?! ეს ჩემთვის უმადურობის ნიმუშია!

ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა, ივანიშვილის ქველმოქმედედების შესახებ არ ხმაურდებოდა, რადგან ქველმოქმედებას ლაპარაკი და რეკლამირება არ სჭირდება, მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკაშია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. 

ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელმაც უკვე დაგვანახა, რა გაუკეთებია და მჯერა, ამ ქვეყნისთვის კიდევ უკეთესს გააკეთებს. რეგიონებშიც უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ იმ დამსახურებების დიდი წილი, რასაც ეს ხელისუფლება საკუთარ თავზე იწერს, სწორედ ივანიშვილის გაკეთებულია.

თუმცაარ უნდა დავივიწყოთრომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩინებისათვის ყველა მეთოდს გამოიყენებს...…
_ ეს ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს და შეიძლება, ისეთი აკრძალული მეთოდებიც ვიხილოთ, რაც არ დაგვესიზმრება, მაგრამ ხალხი მაგრად უნდა დახვდეს. შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო: თუ დღეს ვერ შევძელით, მოხდა რაღაც და “ფეხი დაგვიცურდა”, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საქართველოს ხანგრძლივი მონობა ემუქრება. თუ რაღაც ცუდი მოხდა, ამ ხელისუფლებამ არ დაიხია და დაემოკრატიამ არ გაიმარჯვა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნიდან ხალხი წავა! ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, თუ ახლა დავმარცხდით, ამ ქვეყანაში არ დამედგომებაო. რაც უნდა ვუკიჟინოთ, ხალხი მაინც ბრძენია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ოპტიმისტები ვიყოთ. მთავარია, შიში არ მივიკაროთ, ბოლოს და ბოლოს, არ ვნანობ, 26 მაისს იმ აქციაზე რომ ვიყავი, მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო და შეიძლებოდა, უარესიც ყოფილიყო.