საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მყოფი ევროპარლამენტის წევრი ნორიკა ნიკოლაი და ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი რენალდ ვაისბროდესი დღეს კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერებს ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს შეხვდნენ.
კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ძირითადად მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას შეეხო. საგულისხმოა, რომ ნორიკა ნიკოლაი საარჩევნოდ ევროპარლამენტის მისიის წევრი იქნება.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.