რუსთავში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნინო ლომიძე. ოფისის პრეზენტაციას კოალიციის ლიდერები მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური, თინათინ ხიდაშელი და რევაზ შავიშვილი დაესწრნენ. მათ მხარდამჭერებს არსებული პოლიტიკური სიტუაცია გააცნეს და მადლობა გადაუხადეს გამოცხადებული ნდობისთვის. ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიდერებმა შეკრებილთა მოსაზრებები მოისმინეს და მათ პრობლემებსაც გაეცნენ.
კოალიცია „ქართული ოცნების" რუსთავის ოფისი განთავსებულია მისამართზე: ტაშკენტის ქუჩა #5.