ბიძინა ივანიშვილის განცხადება (VIDEO)

ბიძინა ივანიშვილის განცხადება (VIDEO)

თამაზ თამაზაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი იქნება 

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკანონო პატიმრობაში მყოფ თამაზ თამაზაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და მედიის წარმომადგენლებს მისი დაკავების მიზეზი შეახსენა. თამაზ თამაზაშვილი ფონდ „ქართუს" ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად პარტიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია და მისი პატიმრობაც სწორედ სიძის საქმიანობას უკავშირდება. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბანკი „ქართუს" პრეზიდენტმა გიგა ჩრდილელმა ირაკლი ღარიბაშვილს 2011 წლის 6 ოქტომბერს სამსახურის შეცვლის სანაცვლოდ სიმამრის ციხიდან გათავისუფლება შესთავაზა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავად თამაზ თამაზაშვილმაც უარი განაცხადეს. "მან საკუთარი თავისუფლება ანაცვალა იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და როცა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახში დააყენა საკითხი, რომ ის სიმამრის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან, ამაზე უარი თავად თამაზაშვილმა განაცხადა. თამაზაშვილი იქნება ჩვენი პარტიის წევრი და როცა ხელისუფლებაში, მოვალთ ის დაიკავებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მთავარ პოსტს, მას ამის გამოცდილება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა