პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად შეხლა-შემოხლა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჯონდი ბაღათურიასთან მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამრტყმელ ძალად ცნობილი ბობოხიძისათვის, არც მისი „ნაციონალი“ ძმისთვის მსგავსი „გაუგებრობები“ ახალი არ არის. თავის დროზე presage.tv-მ გამოაქვეყნა კიდეც ხონში „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ბობოხიძის საუბარი ადგილობრივ მედიასთან, სადაც ის ადასტურებს, რომ რამდენიმე „თანაშემწის“ მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს იღებდა და შემდეგ ეს თანხა „პარტიული საქმიანობისთვის“ ნაწილდებოდა. ბოლო დღეებში კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ აკაკი ბობოხიძის ძმას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
რა ხდება ბობოხიძეების თავს, როგორია მათი სიმართლე და ხონური დემოკრატია, ამაზე დეპუტატი აკაკი ბობოხიძე თავად გვესაუბრება.
ბატონო აკაკი, მას შემდეგ რაც პარლამენტში ბოლო ჩხუბი ატყდა, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლასპროვიკაციული, თავად ბაღათურიას კი - პროვოკატორი უწოდეთ, რატომ არის ბაღათურიაპროვოკატორი?
- პროვოკაცია იყო იმ თემის პარლამენტში გამოტანა, რაც ჯონდიმ დააყენა. ჩვენ ხომ არ ვთხოვთ მეზობელ სახელმწიფოებს, სცანით რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია... ხომ არავის არ ვთხოვთ, რომ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ბაზები ნუ გყავთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე... იმიტომ, რომ არსებულ ვითარებას ვითვალისწინებთ.
სომეხი ეროვნების მოქალაქეები არ სვამენ იმ საკითხს, რასაც ჯონდი თავისი ჭკუით ამბობს, რომ ვითომ ასე უნდა მოხდესო. სომხეთის სახელმწიფო, სომხეთის ხელისუფლება არ გვთხოვს ამას და ამ დროს ჯონდი ბაღათურია არაპირველად, სხვათაშორის, ცდილობს, ჩერქეზთა გენოციდის საკითხის პარალელურად დაგვიყენოს იმ სამწუხარო პროცესების განხილვის აუცილებლობა, რაც მოხდა თავის დროზე თურქეთის ტერიტორიაზე, მითხარით რატომ?
თქვენი აზრით, რატომ?
- რატომ? ეს ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილს რა...
ჯონდი ბაღათურიაზე გეკითხებით და ბიძინა ივანიშვილი აქ რა შუაშია?
- ბიძინა ივანიშვილზე იმიტომ გელაპარაკებით, რომ ფრაქცია არის ბიძინა ივანიშვილის!
რომელი ფრაქციაა ივანიშვილის?
- გია ცაგარეიშვილი, რამდენადაც ვიცი, ალასანიას პარტიის წევრია და მაშ, რატომ ემთხვევა ამათი აზრები, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან. სად დაიწყო საქართველომ ომი რუსეთთან, ვის ტერიტორიაზე? თუ - ჩვენ გადავლახეთ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ძალიან მაინტერესებს.
კიდევ რატომ არის ჯონდი ბაღათურია კიდევ პროვიკატორი იცი? იმიტომ, რომ ბაღათურია ლაპარაკობს, რომ ქართველებს დღესაც სტამბულში მონათა ბაზარზე ჰყიდიან...
მერედა, ხომ არსებობს ტრეფიკინგის ფაქტები...
- თურქეთში უამრავი დანაშაული ხდება, ზოგ დანაშაულს სჩადის ქართველი, ზოგ დანაშაულს სჩადიან ქართველის მიმართ, მაგრამ თურქეთში დანაშაული არ ხდება ეროვნული ნიშნის საფუძველზე, თურქეთში ქართველებს არ სდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ქართველები არიან. განსხვავებით რუსეთისგან, სადაც ქართველებს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ქართველები არიან, მაგრამ ამაზე არც ჯონდი და არც მისი უფროსი არ საუბრობენ. ჯონდის მხრიდან ეს ხომ არ არის პირველი, რომ ითამაშოს წარსულის მიმართ საქართველოს გრძნობებზე, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული იმ ისტორიული პროცესების მიმართ, როდესაც წარსულში საქართველოს თურქეთთან ჰქონდა რთული ურთიერთობები. დღეს ხომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ სხვანაირად დაანახონ ქართველ ხალხს, რაც ბუნებრივია, ჯონდის და მის მსგავს ტიპებს არ გამოუვათ.
ჯონდის უნდა, მიაღწიოს იმას, რაც ჯერჯერობით რუსულმა იმპერიამ საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შეძლო, რომ ერთმანეთს დააპირისპიროს ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე ადამიანები. ეს არის, რომ ჯონდის შესაძლებლობები დიდი არ არის და ცხადია იმ მასშტაბებით ცდილობს, რა მასშტაბებიც მას აქვს - მცირედი მასშტაბები. მე მგონი, ამომწურავად გიპასუხეთ და მოდით, დავამთავროთ საუბარი.
თუ შეიძლება, გავაგრძელოთ ეს თემა. როგორც თქვენ ამბობთ, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმასაკითხმა, მაშინვე დაკარგა აზრი, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელჩართულიბრძოლა გაიმართა, მთელი ყურადღება იქით გადავიდა, ვინ ვის დაარტყამდა. საკმაოდ ხშირიაშემთხვევა, როდესაც სწორედ თქვენ აღმოჩნდებით ხოლმე, ასეთი ორომტრიალის ეპიცენტრში, ამასრატომ აკეთებთ?
- თქვენ ჟურნალისტი ხართ და ქართული ალბათ კარგად იცით ხომ? „საკმაოდ ხშირი“ რას ნიშნავს?
სხვა დროსაც ყოფილა ინციდენტი, როდესაც ხელჩართულ ბრძოლაში აღმოჩნდით ჩართული...
- და ეს არის საკმაოდ ხშირი? ყოფილა ერთხელ, ეს არის მეორედ, და ეს არის საკმაოდ ხშირი?
ბაღათურიას გარდა იყო მამრაძის შემთხვევა, იმნაიშვილის შემთხვევა, სამი ფაქტი უკვე ცოტა დაიშვიათი არ არის...
- მერე ეს არ არის ხშირი!
სიტყვებსა და ფაქტების რაოდენობაზე ნუ ვიდავებთ, სხვა რამ მაინტერესებს - რატომ წყვეტთპრობლემას ასე, როდესაც არსებობს სხვა ფორმა და სწორედ ამისთვის არსებობს პარლამენტი, არშეიძლებოდა, საკითხი სხვა ფორმით გადაჭრილიყო?
- ჩემი რეაქცია გამოიწვია ჯონდის მოქმედებამ ჩემი კოლეგის მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ასე მოხდა...
ანუ, თუ თქვენთვის მიუღებელ განცხადებას გააკეთებს, მუშტით უნდა გაუსწორდეთ დეპუტატს?
- ამაზე გიპასუხეთ, კიდევ რა გაინტერესებთ?
ამ დღეებში კიდევ ერთხელ წამოტივტივდა თქვენი ძმის თემაც, გარცელდა ინფორმაცია, რომ მისისაბანკო ანგარიშები დაყადაღებულია ეგებ გვითხრათ, რა მოხდა?
- ჩემი ძმის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესაძლებლობა არ აქვს ამ ქვეყანაზე არავის, რადგან არ არსებობს ასეთი ანგარიშები. ეს არის თქვენი სერიოზული და საოცრად განდობილი ინფორმატორების ფანტაზია? საიდან მოგაქვთ, ძალიან მაინტერესებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ძმა აიძულებდა ადამიანებს ხელფასის 20% „ნაციონალკური მოძრაობისათვის“ გადაერიცხა. ამ ფაქტს ადასტურებთ თუ უარყოფთ?
- რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე, კანონი ამას გვიკრძალავს.
გეკითხებით იმ პერიოდზე, ვიდრე კანონში ცვლილებები შევიდოდა...
- სხვათა შორის, იმ დროს მეც ვეხმარებოდი ჩემს მეგობრებს. მანამ, სანამ კანონი ამას ამიკრძალავდა, ჩემი ხელფასიდან ვეხმარებოდი ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, ვინც დახმარებას საჭიროებდა, განსხვავებით იმ ოპოზიციისაგან, რომლებიც ვითომ პარლამენტში არ შემოდიოდნენ თუ არ შემოდიან, ხელფასს იღებენ და სახლში მიაქვთ.
მე ვთვლიდი, რომ ჩემს წარმატებაში თანზიარი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც გვერდში მედგა. ჩემს წარმატებაში თანაზიარი არის ყველა ხონელი, იმიტომ, რომ მათი ხმით ვხდებოდი პარლამენტის წევრი და ჩემი წარმატებული მდგომარეობა არ არის მხოლოდ ჩემი საკუთრება.
ჩემი წარმატება ერთნაირად ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა 20-თუ 25 წლის განმავლობაში, რომ ქვეყანაში რაღაც მდგომარეობისთვის მიგვეღწია.
წეღან ინფორმატორები ახსენებთ... თქვენ ამბობთ, რომ მიზანმიმართულად გივრცელებენ ხმებს?ხომ არ იცით, ვინ გივრცელებთ ამ ხმებს და რა მიზნით?
- ჯერ მოიგონებთ და მერე ავრცელებთ, მე რა ვიცი, რატომ ავრცელებთ ამ სისულელეებს, მოდის 2012 წლის არჩევნები და ყველა ცდილობს მოწინააღმდეგის კომპრომენტირებას. ეს ნაკლებად მაწუხებს, სიმართლე გითხრათ, რადგან ერთადერთი შემფასებელი ჩემი მოქმედებისა, არის ჩემი ამომრჩეველი.
რაკი ხმების გავრცელებაზე გადავედით, ერთსაც გკითხავთ, ითქვა, რომ „ნაციონალურიმოძრაობისგან“ დავალებული გაქვთ ოპონენტებისთვის მუშტით გასწორება, ამბობენ, რომსაზოგადოებაში შიშის სინდრომის გასაღვივებლად.
- ერთ-ერთი შემაკავებელი გუშინწინდელ კონფლიქტში ის არის, რომ ჩემივე მეგობრები მთხოვენ, თავი შევიკავო მსგავსი მოქმედებისან. ვერ დააფიქსირეთ, რომ თავი შევიკავე?
ბატონო აკაკი, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე და გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ურტყამთ ამადამიანებს..
- წაიკითხეთ ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ და იქ წერია პასუხი...
იქ ბევრ რამეზეა პასუხი, ეგებ თქვენ გვითხრათ, რა კონტექსტს გულისხმობთ...
- გოგოლი წაიკითხეთ, „ამისთანა ნაძირალა იყო ჩემი კოლმეურნეობის თავმჯდომარეც თავი რომ მაცემინა ამ ასაკის კაცს და ციხეში მომიწია ჩაჯდომამო“. იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვანაირად აფასებს „ნაციონალების“ მოქმედებას.
სამწუხაროდ, თქვენც აფასებთ მხოლოდ ჩემს მოქმედებას, მაგრამ თქვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლაპარაკობს, რომ თურმე სააკაშვილმა დაიწყო ომი.
თქვენთვის და თქვენნაირებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, როდესაც რატომღაც, პროვოკაციულად გვჩრიან უსერიოზულეს პრობლემას, რომელმაც თურქეთსა და საფრანგეთს შორისაც კი დაძაბა სიტუაცია და გინდა თუ არა, ეს საკითხი განვიხილოთო. მაგრამ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად ემოციურად თუ არაემოციურად გამოხატა დეპუტატმა თავისი პოზიცია. თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ აგერ 30 კილომეტრში ტანკები დგას!
თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ოპოზიციის ახლადმოვლენილი ბელადი აცხადებს, რომ თურმე საქართველომ დაიწყო რუსეთთან ომი და რაღაც მსგავს სისულელეებს ლაპარაკობს.
სხვათა შორის, სულაც არ აქცევთ ყურადღებას, ბიძინა ივანიშვილი რა ტონში ელაპარაკება ჟურნალისტებს და მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი კონკურენტი გამომიჩნდა თქვენთან ურთიერთობაში.
ბიძინა რომ ლაპარაკობს ამ ტონში, თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმარისია, მე გამიხდეს ტონი არასასურველი, ამაზე მთელი ამბები შეგიძლიათ ატეხოთ.
ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება და მათ შორის თქვენი პოზიციაც, ამიტომაცგაძლევთ საშუალებას თქვათ ყველაფერი...
- მე თვალს ვადევნებ ყველაფერს და არსად არ ამომიკითხავს კრიტიკული შეფასება და დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჟურნალისტებთან ურთიერთობის ტონის თაობაზე.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერზე გვექნება შესაბამისი რეაქცია...
- როცა ამას ვნახავ, მაშინ ბოდიშს მოგიხდით.