“ეს ახალი ხელწერაა ქართულ პოლიტიკაში, როცა ბიძინა ივანიშვილი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც აბსოლუტურად გათვლილი და აწონილ-დაწონილია, რისკები კი, _ შეფასებული. გახსოვთ, მთელი სამთავრობო მედია ხელებს იფშვნეტდა, თუ როდის აირჩევდნენ ივანიშვილის მეუღლეს პარტიის თავმჯდომარედ, რომ შემდეგ დაეწყო საუბარი, ოჯახის იქით ამ ადამიანის ინტერესი ვერ მიდის, არავის ენდობაო და ათასი სისულელე, რომელსაც უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში აფრქვევს, მაგრამ ეს კლიშე მოშლილია. როცა კანონითა და კონსტიტუციით მიეცემა საშუალება, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს, გახდება კიდეც,” _ ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი გიორგიცაგარეიშვილი ივანიშვილის პარტიის _ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” _ დაფუძნებას და მის თავმჯდომარედ ყოფილი ადვოკატის, მანანა კობახიძის არჩევას.
_ ბატონო გიორგი, პარტიის ლიდერად მანანა კობახიძის დასახელება ყველასათვის მოულოდნელიიყო, რადგან საზოგადოება ელოდა, რომ ივანიშვილის პარტიას, დაპირებისამებრ, ეკატერინეხვედელიძე გაუძღვებოდა. რატომ მიიღო ივანიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება?
_ დროა, ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული კლიშეებიდან ამოვიდეთ. პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღეებიდან, ბატონი ივანიშვილი ცდილობს, რომ ეს კლიშეები მოსპოს. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გინდა თუ არა, პარტიის შექმნის პირველივე დღეს მისი ივანიშვილების ოჯახთან პერსონიფიცირება უნდა მომხდარიყო. მოგეხსენებათ, ბატონ ბიძინას ჯერ არ აქვს უფლება, სათავეში ჩაუდგეს პარტიას. ქალბატონი ხვედელიძის თავმჯდომარეობის შემთხვევაში, მას და მის თანაგუნდელებს ხალხთან ყველა შეხვედრის დროს, უნდა აეხსნათ, რომ ქალბატონი ეკა ივანიშვილის მეუღლეა და უნდა გაკეთებულიყო განმარტებები. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილება და პრაგმატული ნაბიჯი იყო: ბატონმა ივანიშვილმა დაამსხვრია “ნაცმოს” მიერ შექმნილი მითი, რომ ივანიშვილი, თურმე, არავის, მათ შორის, არც თავის პარტიაში და ბლოკში ენდობა და მხოლოდ ოჯახის წევრებზე აკეთებს აქცენტს. ბატონი ივანიშვილი ცდილობს, ქართული პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში ქართული ოცნების გემი ისე გაატაროს, რომ ამ გემს და მის მგზავრებს დიდი ხიფათი არ შეექმნათ. იგი დინჯი და გაწონასწორებული ადამიანია ბიზნესშიც, გარემოცვაშიც და, როგორც ჩანს, ესაა ახალი ხელწერა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აბსოლუტურად გათვლილი და აწონილ-დაწონილია, რისკები კი, _ შეფასებული. გახსოვთ, მთელი სამთავრობო მედია ხელებს იფშვნეტდა იმის მოლოდინში, თუ როდის აირჩევდნენ ივანიშვილის მეუღლეს პარტიის თავმჯდომარედ, რომ დაეწყო საუბარი, ოჯახის იქეთ ამ ადამიანის ინტერესი ვერ მიდის, არავის ენდობაო და ათასი სისულელე, რომელსაც უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში აფრქვევს. ეს კლიშე მოშლილია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. როცა კანონითა და კონსტიტუციით მიეცემა საშუალება, რომ გახდეს თავმჯდომარე, გახდება კიდეც.
_ მართალია, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ კონკურენტული არჩევნების ჩატარება სურს, მაგრამპრეზიდენტმა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებისგან თავიშეიკავა. სამაგიეროდ, ცვლის კონსტიტუციას. ვეფხვაძემაც კი თქვა, კონსტიტუცია ბიბლია არაა, რომ არშევეხოთო. რატომ არ დაიხია უკან სააკაშვილმა? მოქალაქეობის არმქონე ადამიანთან ბრძოლამისთვის უფრო იოლი იქნება?
_ კონსტიტუცია ვისთვის ბიბლიაა და ვისთვის _ ფარატინა ქაღალდი. ისეთი მოვეფხვაძეო პოლიტიკოსებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მაჭავარიანი, თარგამაძე, თორთლაძე და სხვები, კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია. მსგავსი ბრიყვული გადაწყვეტილება არ მახსენდება ქართულ პოლიტიკაში, ეს უნიკალური პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკისთვისაც, როცა იყენებ შენს პრივილეგირებულ მდგომარეობას და ასე ებრძვი პოლიტიკურ ოპონენტს. თუ უნდათ, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო იყოს, მაშინ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა არ უნდა ჩამოერთმიათ. სწორედ კონკურენციის ეშინიათ სააკაშვილს, ვეფხვაძეებს და ხელისუფლების კარზე მორბენალ დანარჩენ სატელიტებს. ამიტომაც არიან ასე გაქაფულნი ამ ახსნებში. სააკაშვილმა ხან ვის “შემოაგდებინა” და დააწერინა ცვლილებები, ხან _ ვის. ისეთი ბაკქანალია ტრიალებს პარლამენტში, სიმართლე გითხრათ, აღარც მაქვს სურვილი, ამ რაღაც კრეტინულ პერიპეტიებში ჩავერთო და მოსაზრებები გამოვთქვა. როგორ შეიძლება, ამ უმსგავსობას სამართლებრივი შეფასება მისცე?! რაც ივანიშვილთან დაკავშირებით კეთდება, ყველაფერი ხომ უზნეობაა და ამორალობაა ყველას მხრიდან _ ხელისუფლებიდან დაწყებული, მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებით დამთავრებული. ყველანი ერთ თარგზე არიან მოჭრილნი.
_ ისე, თუ გახსოვთ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სულ რამდენჯერ შევიდა ცვლილებააკონსტიტუციაში?
_ თუ არ ვცდები, 25 ცვლილებაა შეტანილი და მისი ფარატინა ქაღალდთან კიდევ კარგი შედარებაა. არ მინდა, უზრდელობაში ჩამომართვათ, თორემ უარესი შედარების მოყვანა შემიძლია. ამ ადამიანებმა უფრო “სხვა ქაღალდს” დაამსგავსეს კონსტიტუცია. ვფიქრობ, ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ძალიან უჭირს როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო ასპარეზზე. ის პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ გაჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის აბსოლუტურად მოუნელებელი მოვლენაა და ამიტომაცაა ჭკუიდან გადასული _ რას ლაპარაკობს, ან რა ეპითეტებს გამოთქვამს?! რომელიმე ლიდერისგან თუ გაგიგიათ მსგავსი გამონათქვამები? 43 წლის კაცი ვარ, 10 წელია, პოლიტიკაში ვარ და ასეთი არაფერი მინახავს და არც გამიგონია: აჭარაში, თურმე, საჭმელი ვარშალომიძემ შექმნა, “ერთი ადგილის მლოკველები” და ასე შემდეგ. ეს არანორმალური მოვლენაა და ის ხალხიც, ვინც ამ კაცს ხელისუფლებაში ამყარებს, მისნაირია.
_ ხომ არ იცით, მახათას მთაზე რა სჭირდა პრეზიდენტს?
_ ეს ექიმების შესაფასებელია. არც ფსიქიატრი ვარ და არც _ ნარკოლოგი. უამრავი ექიმი მეგობარი მყავს და შორიდან მოვისმინე მათი შეფასებები, რაც ჩემთვის სასიამოვნო არაა, ვინაიდან ეს ადამიანი მართავს ქვეყანას და მის ხელში ჩავარდნილი ჩემი ქვეყანა ავადსანახავი და უფსკრულის პირასაა მისული. ვფიქრობ, სააკაშვილმა ასეთი “სულიერი აღელვების” მდგომარეობაში მიიღო 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის, ცხივნალის სამხედრო ოპერაციის დაწყების, 26 მაისის მიტინგის დარბევისა და სხვა გადაწყვეტილებები. როცა ასეთ მდგომარეობაშია, სააკაშვილი ყველაზე საშიში მაშინაა!
_ ამ ინციდენტის შემდეგ, კვლავ ხომ არ დადგება დღის წესრიგში დიმიტრი ლორთქიფანიძისინიციატივა, რომელიც თმის ღერით პოლიტიკოსების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითვალისწინებდა?
_ მახათას მთაზე ბატონი სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში მისვლამ გამოიწვია ვნებათაღელვა, თორემ ეს საკითხი მუდმივად წინა პლანზე იყო წამოწეული, მაგრამ ვიდრე სააკაშვილი და “ნაცმო” იქნება ქვეყნის სათავეში, ამას ასრულება არ უწერია. ამ ინიციატივის ავტორი სააკაშვილმა, მინისტრ კვიტაშვილთან ერთად, სამუშაო ოთახში მიიწვია, მაგრამ რა გამოვიდა? _ არაფერი იმიტომ, რომ მერე, ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, კი, მაგრამ, ჩემო ძმაო, შენ რომ აბარებ თმის ღერს ექსპერტიზას, იცი, რომ ამ ღერმა შეიძლება, ერთი წლით შეინახოს ნარკოტიკის კვალიო და შეშინდათ. მათ ადგილზე რომ ვიყო, ჩავატარებდი ნარკოტესტს, რომელიც არცთუ ძვირია _ 90 ლარამდე ჯდება.
_ ბატონო გიორგი, მინდა, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზეც თქვათ ორიოდ სიტყვა, რომელიც,დამეთანხმებით, სიმწვავით გამოირჩეოდა. როგორ ფიქრობთ, ამჯერად მაინც გაითვალისწინებსხელისუფლება ეპისტოლეში ასახულ პრობლემებს და ეცდება მათ გადაჭრას?
_ ეპისტოლეები ყოველთვის მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც საჭირბოროტოა. უწმინდესი დგას ჩვენი სულიერი სიმშვიდის სადარაჯოზე. სააკაშვილი კი, პრობლემების თაროზე შემოდების ოსტატია. ის მეხანძრეა, რომელიც აქრობს ცეცხლს, მაგრამ არ სწავლობს ხანძრის გაჩენის მიზეზებს და მინავლებული ნაკვერჩხალი დროთა განმავლობაში ისევ აალდება ხოლმე. პატრიარქმა ბრძანა, ცოდვის ტაძრებს აშენებთ საპატრიარქოს გვერდითო. სამორინეებს, ბუდა ბარს და სხვა უმსგავსობებს გულისხმობდა. ამ დროს გამოდის თბილისის მერი, რომელიც, თუ არ ვცდები, ერთხანობას სტიქაროსანიც იყო და ამბობს, პატრიარქს ასეთი რამ არ უთქვამსო. ბადრიჯანი, ან ბანანი თუ აქვს ამ ადამიანს ყურში გარჭმული, არ ჩანს, მაგრამ ძალიან დაყრუებულ-დამუნჯებულები რომ არიან და შავზე თეთრს ამბობენ, აშკარაა. ესენი, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, მაგრამ ამას ძალიან მალე წერტილი დაესმება.
_ მერი, მთავრობის წევრებთან ერთად, ამასწინათ, რესტორან “ლაზურში” პედაგოგებს შეხვდა, თუმცაშეხვედრის დეტალები გასაიდუმლოებულია. თქვენი აზრით, რა უნდოდა ამ შეხვედრაზე შს მინისტრვანო მერაბიშვილს?
_ დღეს ყველა უწყება, მათ შორის, განათლების სამინისტრო საპოლიციო სტრუქტურადაა გადაქცეული და, ფაქტობრივად, მერაბიშვილს ემორჩილება.ქვეყნის რეალური პრემიერ- მინისტრი ნიკა კი არა, ვანოა და ეს კარგად ჩანს მაშინ, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის მოხსენებებზე მოდის მთავრობა. ხშირად მინახავს, როცა ყველა მინისტრი გაპარულა სამთავრობო ლოჟიდან და მარტო გილაური დარჩენილა. პირველი ბატონი მერაბიშვილი გარბის ხოლმე. ამასწინათაც გაიპარა და მაშინ მობრუნდა, როცა მოვუწოდე, რომ უკან მოსულიყო და პასუხი გაეცა ქიმერიძის მკვლელობაზე. ზუსტად 5 წუთში მოაბრძანეს უკან და ბოძზე მიყუდებული უსმენდა ბაღათურიას და სხვებს. მერაბიშვილი ასეთ შეხვედრებზე იმიტომ მიჰყავთ, აჩვენონ, რომ ყველა მასწავლებელი მეთვალყურეობის ქვეშაა. საერთოდ, ის, რაც მასწავლებლებს სჭირთ, ტრაგედია _ ეს ადამიანები გადაიქცნენ საზარბაზნე ხორცად. შს და თავდაცვის სამინისტროების შემდეგ, განთლების სამინისტრო ყველაზე დიდი უწყება იმ თვალსაზრისით, რომ მასში მუშაობს ყველაზე მეტი საჯარო მოხელე, ათასობით მასწავლებელია ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული და ამიტომაა ასეთი ინტენსიური მუშაობა სწორედ პედაგოგებთან.
_ ნათია მოგელაძე, წესით, უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა რესურსი გამოიყენა მთავრობამრესტორანში პედაგოგებთან შეხვედრისას...
_ დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნებისმიერი მომსახურება, თანაც _ უფასო, აკრძალულია. არადა, იყო პირდაპირი, უფასო მომსახურება, როცა მასწავლებლები სამარშრუტო ტაქსებით გადმოჰყავდათ, შეჰყავდათ რესტორნებში. დააკვირდით, ეს საზოგადოება სულ რესტორნებში იმიტომ იკრიბება, რომ იქვეა გაშლილი ალაფურშეტები და აპურებენ ამ ადამიანებს. სხვათა შორის, ასეთი რამ ხშირად ხდება ვაკეში, ჩემს სახლთან ახლოს, ვაკის პარკთან მდებარე ერთ რესტორანში, სადაც უკვე ორჯერ მოიყვანეს 500-500 კაცი. დაახლოებით, 20 დღის წინ, სწორედ ასეთ სუფრაზე წარადგინეს ვაკის მომავალი დეპუტატობის კანდიდატი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი კარბელაშვილი. სხვათა შორის, ეს იყო უპრეცედენტო ამბავი _ არც ერთ ოლქში ასე არ წარუდგენიათ დეპუტატობის არც ერთი კანდიდატი. ხელისუფლება განსაკუთრებით მოინდომებს, რომ არჩევნები მოიგოს ვაკეში, მაგრამ ეს გამორიცხულია.
_ რატომ? ისე, თქვენ ხომ არ აპირებთ, რომ ვაკეში კარბელაშვილს დაუპირისპირდეთ?
_ ნებისმიერი ავაზაკი ხელისუფლებისთვის ვაკე აუღებელი ციხე იყო, რადგან ვაკე ერთგვარი დასაყრდენია საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. აქ ყოველთვის იმარჯვებდა ოპოზიცია და მუდამ ასე იქნება, ეს გადაედება მთელს თბილისს. ყოველ დღე ფეხით დავდივარ და ვიცი ხალხის განწყობა. სამარცხვინოა ასეთი კანდიდატების დაყენება ამ უბანში. მე ვიქნები თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამათ ნებისმიერი კანდიდატი დაამარცხებს. კარბელაშვილმა დაანგრია ავიაცია. მაქვს ინფორმაცია, რომ კარბელაშვილებს და სხვებსაც უნდათ “აირზენას” მოსპობაც და თავიანთი ავიაკომპანიის შექმნა. მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, როცა ხალხში გავა.
_ ბატონო გიორგი, რას იტყვით “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ახლადარჩეულპოლიტსაბჭოს წევრებზე, რომელთაც არაერთგვაროვნად შეხვდა საზოგადოება?
_ ვინ გააღიზიანა, კანდიდატურებმა? ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება, იყვნენ ნებისმიერი პარტიის წევრები. ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკაში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. მათ უნდა მოიტანონ ახალი იმპულსები, ახალი ხედვები. აბა, სულ ძველი სახეები უნდა ტრიალებდნენ ძველი მოსაზრებებით? განახლება სჭირდება ყველაფერს, მათ შორის, ქართულ პოლიტიკასაც. ივანიშვილის გამოჩენა ასპარეზზე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი შეამჩნია, რომელიც აქამდე იყო პოლიტიკაში და ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ვგულისხმობ ზაქარია ქუცნაშვილს, არჩილ კბილაშვილს, ვანო კიღურაძეს, რომელიც აკადემიკოსია, თუ მარტო სააკაშვილის “აკადემიკოსები” არიან აკადემიკოსები? კასპაროვის მწვრთნელი რომ იქნები და მას მსოფლიო ჩემპიონს გახდი, აზმაიფარაშვილს ვგულისხმობ, მგონი, ამ ადამიანის შესაძლებლობებზე არ უნდა იყოს საუბარი.
_ “ძველ სახე” სოზარ სუბარზე რას იტყვით, რომელთანაც, რიგი მიზეზების გამო, არცთუკეთილგანწობილნი იყავით “თავისუფალი დემოკრატები”, დავით უსუფაშვილიც? მას, თავის დროზე,თქვენივე თქმით, არცთუ სახარბიელო პოლიტიკური სვლები აქვს გაკეთებული...
_ სოზარიც ბრწყინვალე სახალხო დამცველი იყო, მებრძოლი და თავდადებული კაცია. ყველა ადამიანს აქვს მინუსები, პლუსები, შეცდომა ყველას გვაქვს დაშვებული, მთავარია, ვაღიაროთ. შეცდომას არ უშვებს ის, ვინც არაფერს აკეთებს. კი, იყო რაღაც უთანხმოებები, მაგრამ ეს უნდა გადავლახოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მარტივია ერთმანეთის საქმის გარჩევა, ქილიკი და ხელის გამოშვერა. იყო ასეთი მოვლენები, კარგი იქნებოდა, არ მომხდარიყო, მაგრამ ადამიანი მაინც იმითაა გამორჩეული, რომ მას შეუძლია, აპატიოს სხვა ადამიანს. იყო წინაღობები, რომლებიც კარგია, რომ არ დაიმალა თავის დროზე, მაგრამ ნამდვილად არაა მოსული ამ ადამიანების განკითხვის ჟამი. მთავარია, ერთმანეთთან ვიყოთ გულწრფელები. ჩვენ, ყველანი ამ ქვეყნის სიყვარულმა და ქართული ოცნების ახდენის დაუოკებელმა სურვილმა გაგვაერთიანა და რაც უნდა ეცადონ მერაბიშვილები, თარგამაძეები და სხვები, არაფერი გამოუვათ. ეს ბატონები უნდა შეეგუონ ს, რომ ან დინოზავრებივით გადაშენდნენ პოლიტიკიდან, ან ჩემსავით წავიდნენ ოპოზიციაში.