მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მწვავე კონკურენცია, სავარაუდოდ, თბილისის ვაკის საარჩევნო ოლქში უნდა იყოს. ამ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" ფალავანი, ალბათ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გია კარბელაშვილი იქნება.
ოპოზიციის კი... ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, ამავე რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენელი ლევან გაჩეჩილაძე აპირებენ... ვაკის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად ლევან ვასაძის კენჭისყრის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" დაუკავშირდა ბიზნესმენის თანაშემწე თიკო ხორბალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ლევან ვასაძეს "ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს". მართლა აპირებენ თუ არა ლევან ვასაძე და ლევან გაჩეჩილაძე კენჭისყრას ვაკის რაიონში? - ამ კითხვით "ამომრჩეველთა ლიგის" წევრ გოგა ხაინდრავას მივმართეთ, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ეს არასერიოზულია!"