"24 აპრილს პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ საინფორმაციო სააგენტო "ივერონის" პრესკლუბში ვიდეოკონფერენცია გამართა. რუსეთში მოღვაწე მილიონერმა სქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა და პარტიის მომავალ გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა. როგორც მან მედიას განუმარტა, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიაბნობის აღდგენა უნდა გახდეს, რომლის კონკრეტული გეგმა სწორედ პარტიას "განახლებული საქართველოსთვის" გააჩნია", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით მინდია გულუა: "არ მინდა ბიძინა ივანიშვილის შეცდომები გავიმეორო!".
"მისი განცხადებით, კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია რუსეთის ხელისუფლებასა და საერთაშორსიო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების წარმოების შემთხვევაში, რომლის მთავარი საყრდენი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა უნდა გახდეს. მინდია გულუამ 12 მაისს პარლამენტის წინ დაგეგმილი დევნილთა შეკრებაც დაანანონსა და აღნიშნა, რომ აქციის მიზანი 12 მაისის ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ გამოცხადება და დევნილთა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების პროცესისი დაწყებაა. ვიდეოპრესკონფერენციაზე ასევე იტქვა, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილ შეხვედრაზე დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიც დაფუძნდება, რომელსაც ქართველი, ოსი და აფხაზი ბიზნესმენები დააფინანსებენ. ფონდის შტაბი კი შვეიცარიაში განთავსდება. გულუამ საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, პარტიას სათავეში თავად ჩაუდგება, თუმცა "ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მისი რუსეთში ყოფნის პირობებშიც საქართველოში არაერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება", - აღნიშნავს გამოცემა. "ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მან სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: "ბიძინა ივანიშვილს კარგი მრჩევლები რომ ჰყოლოდა, პოლიტიკაში არჩევნებამდე მაქსიმუმ ერთი თვით ადრე გამოჩნდებოდა - ამ შეცდომის გამო დღეს ყველანიი ვხედავთ, რომ მისი რეიტინგი სწრაფად ეცემა. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის შეცდომების გავიმეორო, თუმცა, ტუ კიონსტიტუციაში ცვლილებები შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში ბიძინა იოვანიშვილიც და მეც მონაწილეობას მივიღებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებას უარყოფითი მხარეებიც აქვს, რადგან კანონის მირების შემთხვევაში ევროკავშირში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება პარლამენტის წევრი გახდეს ან მაღალი თანამდებობა დაიკავოს. საერთოდ, ამ ცვლილებაზე ლაპარაკი დროის გაყვანაა და სხვა არაფერი", აღნიშნა ბიზნესმენმა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მოქლაქეობის გარშემო დღემდე არსებული გაუკრკვევლობით, სერიოზული პიარ-კომპანია გაიკეთა, რადგან დღემდე სრულიად ქართული მედია ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებაზე საუბრობს", დასძენს გამოცემა. "მინდია გულუამ კონტროლის პალატაში პარტიის წევრების დაბარების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა გვასალიას, ასევე გიორგი ოძელის, რეგიონული ოფისების თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების დაკითხვა, კობა დავითაშვილის განცხადებას უკავშირდება - "კობა დავითაშვილის თხოვნით კონტროლის პალატაში ჩვენი პარტიიდან ადამიანები დაიბარეს, რომლებმაც გარკვეული შემოწირულობები განახორციელეს", - განაცხადა გულუამ. მოგვიანებით პარტია "განახლებული საქართველოსთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ჩარკვიანმა "ვერსიასთან" საუბრისას განმარტა, რომ ბიზნესმენი კობა დავითაშვილის საგაზეთო ინტერვიუდ გულისხმობდა - "ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თურმე პარტია "განახლებული საქართველოსთვის" წევრებს კონტროლის პალატა არ აწუხებს და პარტიის წევრების არაკანონიერების შესახებ პრეცედენტებსაც არ ახმაურებს", - განაცხადა ხათუნა ჩარკვიანმა, რაც, მისი თქმით, "აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადებაა", - წერს სტატიის ავტორი. |