"2008 წლიდან სააკაშვილი კოკაინის მომხმარებელია... ეს არ არის ჭორი და მე ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს ძალიან მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატისგან..."

"თავისუფალი საქართველო" საკმაოდ თამამი წინადადებით გამოდის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძემ 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებაზე მისული მიხეილ სააკაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რისი ამსახველი კადრებიც მედიის საშულებებით გავრცელდა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით კახა კუკავა: "2008 წლიდან სააკაშვილი კოკაინის მომხმარებელია... ეს არ არის ჭორი და მე ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს ძალიან მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატისგან..."

"პარტია "თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ ამგვარი ეჭვების არსებობა ქვეყნის პირველ პირზე საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის დამღუპველია და მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს. შემოწმება ევროპიდან მოწვეულმა ექსპერტებმა უნდა განახორციელონ, რათა ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე ყოველგვარი ეჭვი გამოირიცხოს. ასევე აუცილებელია, საქართველოში აკრედიტებულმა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა ამ ეჭვების შესახებ საკუთარ ხელისუფლებებს აცნობონ, ვინაიდან ნარკოტიკების მომხმარებელი პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროსთვის საიმედო პარტნიორი ვერ იქნება", - ამბობენ პარტიაში. არსებობს თუ არა იმის ბერკეტი, რომ აიძული პრეზიდენტი ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს? - "ქრონიკა" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა", -აღნიშნავს გამოცემა.

"ეს მოთხოვნა დადგა იმის გამო, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილს უყვარს თქმა, დიდი ალბათობით არსებობს გონივრული ეჭვი, თან არსებობს ძალიან გონივრული და დასაბუთებული ეჭვი, რომ 2008 წლიდან იგი არის კოკაინის მომხმარებელი. ამის საბუთი რომ არსებობდეს, ამიტომაც ვამბობთ, რომ უნდა ჩატარდეს ნარკოლოგიიური ექსპერტიზა. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჭორი და მე ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს ძალიან მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატისგან. გეთანხმებით, რომ სანამ არ იქნება დოკუმენტი და ექსპერტიზის დასკვნა, მანამდე ამის იურიდიულად დადასტურება არ შეიძლება და ამიტომ რა პრობლემაა? რომ გამოვიდეს სააკაშვილი და ჩემზე თქვას - რომ კუკავა, მგონი, ნარკოტიკების მომხმარებელია და გაიაროს ექსპერტიზაო, არავის ვალაპარაკებ, მეორე დღესვე წავალ და ჩავაბარებ ანალიზს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

"ბერკეტზე ამას გეტყვით: საქართველოში, სხვათა შორის, წლების წინ, როცა გაჩნდა ეჭვი გარკვეულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, ზოგი მიდიოდა ანალიზისთვის, ზოგი არ მიდიოდა და ტეტირება რომ გაევლოთ, ზოგმა საერთოდ უარი თქვა თანამდებობაზე. მახსოვს, ამის შესახებ რომ იყო ლაპარაკი, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ აი, დაიწყეთ ჩემგან საჯარო მოსამსახურეების შემოწმებაო, მაგრამ 1 წელი გავიდა და მას ეს შემოწმება არ გაუვლია და ამას მას ვახსენებთ: გაიაროს შემოწმება ან სისხლზე, ან თმაზე. საზღვარგარეთ ეს აუცილებელი ნორმაა", - დასძენს კახა კუკავა და შეკითხვას", - ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ნარკოშემოწმების პრეცედენტი მსოფლიოში თუ არსებობს?" - პასუხობს:

"ვერც ერთ თანამდებობაზე ვერ მოხვდება საჯარო პირი, თუკი ის ნარკოტესტს არ გაივლის. რაც შეეხება თანამდებობაზე უკვე მყოფ ადამიანს, ასეთი პრეცედენტებიც არსებობს. თან მთელმა ქვეყანამ უყურა მახათას მთაზე მის ყოფნას - დამეთანხმეთ, რომ ეჭვის ცოტა უფრო მეტი საფუძველი არსებობს ამ ადამიანთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა ქვეყნების სუბიექტებთან - გაიაროს ექპსერტიზა და დაასაბუთოს ეჭვების უსაფუძვლობა".