"აფხაზეთში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვთ. დაუზუსტებელი ინფორმაციით სომხები აფხაზეთში გაცილებით მრავლად არიან, ვიდრე აფხაზები. ამიტომაც ემუდარებიან თურქეთში მცხოვრებ მუჰაჯირებს აფხაზეთში დაბრუნდითო - მუჰაჯირები არ ბრუნდებიან, სამაგიეროდ, ათასი ჯურის ხალხი ჩადის იქ. აფხაზური მედია ჩივის, რომ შერეულმა ქორწინებებმა იმატა, რაც მათთვის მიუღებელია. ამის გარდა აფხაზეთში სექტანტებიც მომრავლდნენ, რომლებასაც აფხაზებმა შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - შენობას სადაც აფხაზი იეღოვას მომხრეები იკრიბებიან 7 აპრილს ყუმბარა ესროლეს. სანამ "დაყუმბარებულ" იეღოვას მოწმეებზე ვისაუბრებთ, აფხაზ ქალებს მივხედოთ: ამ თემაზე აფხაზური გამოცემები აქტიურად წერენ. "რესპულიკა აბხაზიის" სერიოზული განგაში ატეხა, რომლის ჟურნალისტები შეშფოთებული არიან, რომ აფხაზი გოგონები შუა აზიიდან ჩასულ გასტერბაიტერებთან იჭერენ საქმეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით იეღოვას მოწმეებს აფხაზები ყუმბარებს ესვრიან / აფხაზ ქალებს კი შუააზიელებზე გათხოვებას უკრძალავენ.
"გასტერბაიტერებთან ერთად, რომლებიც აქ მუშაობენ და რომელთა მზარდი რაოდენობა გვაფზილებს, აფხაზეთში შეიქმნა პიკანტური ვითარება, რომელიც დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, მათთან სასიყვარულო ურთიერთობებთან. ვფიქრობთ, ყველა ჩვენგანს სმენია იმის შესახებ, რომ უკვე არსებობს გასტერბაიტერებთან ქორწინებაში მყოფი ოჯახები", - წერს გამოცემის ჟურნალისტი ზაირა ცვიჟბა. მისი ინფორმაციით, აფხაზი გოგონები გასტერბაიტერებთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან: გასტერბაიტერებს გააჩნიათ სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილზე მცხოვრები რამდენიმე ცოლის შერთვის ჩვეულება, რომელიც მათ სჭირდებათ ბინაში ჩაწერისა და ხელისუფლებისგან დასამალავად. გოგონები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მოწყობას გასტერბაიტერებს უკავშირებენ, სხვასხვანაირნი არიან - უმაღლესი განათლებითაც და ნაკლებად განათლებულებიც, არიან პრესტიჟულო ოჯახებიდან და პრობლემურებიდანაც, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს", - წერს ცვიჟბა, რომლის აზრით, მნიშვნელოვანია თვით ახალი სოციალური მოვლენის ფაქტი. მისი თქმით, აფხაზი გოგონების ქმედება უკვე საშიშ სახეს იღებს და როდესაც ჩამოსულებთან აფხაზი გოგონები მასობრივად აბამენ რომანს, ეს უკვე ერისთვის არის ძალიან საშიში", - აღნიშნავს გამოცემა. "სტატიის მიხედვით, აფხაზი გოგონების სასიყვარულო ურთიერთობები საყოველთაო განსჯის საგანი გამხდარა და სიყვარულის ისეთი ცეცხლი დანთებულა, რომ ამ რომანებით სამართალდამცავებიც კი დაინტერესებულან. აფხაზ მილიციელებს "გონივრული ეჭვის" საფუძველზე დაუკითხავთ გასათხოვარი აფხაზი გოგონები - ვერც გაამტყუნებ აფხაზ სამართალდამცავებს, სხვა თუ არაფერი, მათ აინტერესებთ, რა ბაცილა შეეყარათ მათ გოგჩოებს ისეთი, რომ გასტერბაიტერებზე გაგიჟდნენ. ზაირა ცვიჟბას ინფორმაციით სამართალდამცავებმა სათითაოდ ჩამოიარეს შეყვარებული გოგოები, რომლებსაც რამდენიმე კითხვა დაუსვეს. მთავარი კი ერთი კითხვა იყო - რატომ ტხოვდებიან ჩამოსულებზე, რაზეც გოგონებმა კონტრშეკითხვა დასვეს: "აბა, სხვას ვის გავყვეთ, სადაა საქმრო?!" ცვიჟბას თქმით, გოგონებმა იციან, რომ მათ გულის სწორებს ცოლები უკვე ჰყავთ და ის ცოლები შუა აზიაში არიან. თუნცა სიყვარულით გადარეული გოგონებისთვის ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს", - დასძენს გამოცემა. "გამოცემის თანახმად, ისინი ამას ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევენ, ამბობენ, რომ მრავალცოლიანობის ფაქტები აფხაზეთშიც ფიქსირდება. სამართალდამცავებს შუააზიელი სასიძოებიც მოუნახულებიათ, აინტერესებდათ მათი პასუხის მოსმენა. წარმოშობით უზბეკმა გასტერბაიტერმა განაცხადა: "აფხაზი ბიჭები თავიანთ გოგონებს სატანადო ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ ისინი ჩვენ გვარჩევენო". ცვიჟბას თქმით, შეყვარებული გოგონების ნათესავებს სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ. "ერთ შემთხვევაში მათ ქალიშვილი უკვე გაჩენილ ბიჭთან ერთად აფხაზეთიდან გააძევეს და ამით გვარს სირცხვილი ჩამორეცხეს, სხვებმა მოკვლის მუქარით აუკრძალეს გოგონას გასტერბაიტერთან მიახლოება. მესამეთათვის ყველაფერი სულერთია, განსაკუთრებით თუ დედები ყოველივეს მიმართ გულგრილები არიან. მეოთხენი ქალიშვილის მდგომარეობაში შედიან და შეგუებას ამჯობინებენ - უმჯობესია ასე, ვიდრე არავინ. მეხუთენი ლამის თავადვე ათხოვებენ მათზე, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ვაჟები არა ჰყავთ, ხოლო ქალები შინაბერებად დაურჩნენ - იქნებ მემკვირეები მაინც მოუყვანონ". ცვიჟბა ასევე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი გოგონებისთვის შესაფერისი საქმროების დეფიციტზე", - რს სტატიის ავტორი. "ყოველწლიურად ავარიებში ათეულობით მამაკაცი იღუპება. ზოგიერთი ახალგაზრდა სწორ გზას სცდება და ციხეში ხვდება, საიდანაც ჯანრმთელობაშერყეული გამოდიან, კიდევ სხვა სატკივარია ნარკოტიკები - ის ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ 4-6 წლის შემდეგ მამაკაცურ ძალას კარგავენ. უკვე აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნარკომანები მოწიფულ ასაკამდეც კი ვერ აღწევენ. არის კიდევ ერთი უბედურება - ალკოჰოლიზმი. ასევე კრიმინალური გარჩევები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება. ამდენად, ადგილობრივი გოგონების ინტერესი აფხაზეთში ფულის საშოვრად ჩამოსულ გასტერბაიტერებთან ახსნას ექვემდებარება", - დაასკვნის ზაირა ცვიჟბა. თუმცა იგი არაფერს წერს იეღოველებზე, რომლებიც აფხაზებითვის უკვე დიდი ხანია თავის ტკივილად იქცა. მოგეხსენებათ, აქაურ ეკლესიაში დიდი დაპირისპირებაა, რამაც იეღოვეს მოწმეების გამრავლებას შეუწყო ხელი. აფხაზები მათ ცუდი თვალით უყურებენ და 7 აპრილს გაგრაში ყუმბარაც კი შეუგდეს შენობაში, სადაც შეკრებები იმართებოდა. აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა შენობა სერიოზულად დაზიანდა. აფეთქებას იეღოვას მოწმეთა რუსეთის ცენტრის ხელმძღვანელობაც გამოეხმაურა - რუსი იეღოველების ლიდერი გრიგორი მარტინოვი სერიოზულად არის შეშფოთებული და პირობას იძლევა, რომ საკითხს ასე არ დატოვებს და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან"- დასძენს სტატიის ავტორი. |