წინა ბლოგის შემდეგ (http://solomonternaleli.wordpress.com/2012/04/07) რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა. ხოლო რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა საჯარო გამოსვლებშიც გაიზიარა აზრი, რომ აბსურდის “გენიალიზაციის” საფრთხეები (ჩვენ რომ გვყავს, ისეთი ღოთვერნული რეჟიმისაგან) ნამდვილად არის.
ქვემოთ მოვიყვან ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძის მიერ „მაესტროს“ ეთერში ეკა ბერიძესთან „პირდაპირ საუბრებში“ გამოთქმულ აზრს კიდევ ერთი საფრთხის შესახებ – ეს არის ევროკავშირის მოქალაქეებისათვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭების შედეგად მოსალოდნელი საფრთხე, რასაც ვფიქრობ პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ უცხოეთში ორგანიზებულ საარჩევნო უბნებზე მასიური გაყალბების ორგანიზება!
მართლაც, ტრადიციულად, უცხოეთში საარჩევნო უბნები საელჩოებსა და საკონსულოებში ეწყობა და სააკაშვილის ერთგულ დიპლომატებს არჩევნების გაყალბება არ უნდა გაუჭირდეთ (არც – ტექნიკურად და არც – „მორალურად“!). საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქე, სავარაუდოდ, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, რაც გაყალბებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ხოლო მიზეზი, რითაც საქართველოს ხელისუფლება უცხოურ უბნებზე ამჟამად გაჩაღებული „არნახული ბუმით“ ახსნის (გასაგები მიზეზების გამო, ქართველ მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალია და მათ არჩევნებზე მასიურად მისვლა არ ჩვევიათ), ისაა, რომ ახლა დეპუტატთა კანდიდატებს შორის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რეკრუტირებული ევროპელი ქართველებიც იქნებიან. როგორც წესი, ოპოზიცია უცხოეთში დამკვირვებლებს არასოდეს გზავნიდა და იქ საერთაშორისო დამკვირვებლებიც არ მუშაობენ. ეს კი სააკაშვილს გაყალბებისათვის იდეალურ პირობებს უქმნის. არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო მისიების საქართველოში ნაადრევად მოწვევაზე სააკაშვილის შედარებით იოლად დაყოლიება სწორედ ამ „ინოვაციას“ უკავშირდება, რომ იგი ამჟამად გაყალბების სიმძიმის ცენტრის გადატანას უცხოეთში – პარიზში, ლონდონში, ათენში, მადრიდში, ბარსელონაში, რომში – გეგმავს…