მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს

მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი დაადგინეს. ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს . განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2 წინააღმდეგ მიიღეს. სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს. ჯამში, მსაჯულები 4 საათზე მეტხანს თათბირობდნენ. გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.