პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დროებით დარჩენას აპირებს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პრემიერაა.
- ქართული ოცნების ასრულებას წინ არაფერი უდგას. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ყრილობაზეც დაფიქსირდა, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოიყარეს თავი. ქართული ოცნების ასასრულებლად ერთადერთი რამ არის აუცილებელი, - უნდა შესრულდეს ის პირობა, რომ პოლიტიკოსები და ხალხი გაერთიანდეს და თავიანთი ძალები ინტენსიობის კიდევ უფრო მეტი ხარისხით შეაერთონ. ბატონმ ბიძინამ, როგორც კოალიციის ლიდერმა, ბრძანა, რომ მისი ოცნებაა, ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ქვეყანამ სხვა დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში ღირსეული ადგილი დაიკავოს და ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს.
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების გადაბარებაზეც ბრძანა. მისი თქმით,პოლიტიკიდან მის წასვლის შემდეგ კონკურენცია ირაკლი ალასანიას, დავითუსუფაშვილს, ზვიად ძიძიგურს, „ეროვნულ ფორუმს“ შორის უნდა იყოს.ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი როგორ აღიქვით და ეს ნიშნავს თუ არახელისუფლების გადაბარებას?
- პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ამ სფეროში დროებით ყოფნას აპირებდა, რაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პრემიერაა. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს, რომ, როდესაც პოლიტიკოსები სცენაზე შემოდიან, მოგვიანებით უნდა მიხვდნენ კიდეც, რომ სცენას აქვს გასასვლელიც. ჩვენი პოლიტიკის ისტორიაში ამის პირველ და მნიშვნელოვან მაგალითს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მისცემს. ეს იქნება მაგალითი სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომ პოლიტიკაში სამუდამოდ არ მოდიან. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ, როცა ის ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებას, ამის შემდეგ ისეთი პოლიტიკური პროცესი დატოვოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის მომავალში ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.
თუმცა ეს არ არის იმის გარანტია, რომ პიროვნებები, რომლებიც ბიძინაივანიშვილმა დაასახელა, შემდეგშიც პოპულარულნი იყვნენ?!
- ამას გადაწყვეტს ხალხი. თუ ისინი არ იქნებიან პოპულარულები, მაშინ სხვა პოპულარული ადამიანები იბრძოლებენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ერთი რამ თქვა, რომ, თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია, მის უკან ჯანსაღი პოლიტიკური გარემო დატოვოს. ხოლო ამ გარემოსა და სცენაზე პოლიტიკური როლის მოთამაშეები ვინ იქნებიან, ამას ხალხი გადაწყვეტს.
ირაკლი ალასანიამ დასავლეთ საქართველოში სამხედრო ფორმირებებისშექმნისა და საქართველოში სირიის სცენარის მოსალოდნელ გამეორებაზეცმიუთითა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ზოგიერთებს მხედრიონისპერიოდში ჩვენი ქვეყნის დაბრუნება სურთ.
- ამის თაობაზე მომავალ კვირაში ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგს მოაწყობს და არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომსაქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის თანამდებობიდან წასვლაშეუთავსებელია.
- ეს ახალი ამბავი არაა, რომ მათ ხელისუფლებიდან წასვლა არ სურთ, რადგან მათ ხალხის ხარჯზე გაისქელეს ჯიბეები. ცხადია, სქელი ჯიბე ტკბილია და ამიტომაც წასვლა არ ენდომებთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ ხელისუფლებას, რომ ისინი გადაწყვეტენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთში არაერთი ლობისტური კომპანიისდაქირავების თემამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდამოსაზრებაც, რომ ივანიშვილის გუნდი არჩევნების მოგებას საქართველოზემეტად ამერიკაში აპირებს.
- ბიძინა ივანივილს ჰყავს ამერიკული კომპანიები, რომლებიც მას და მის კოალიციას ეხმარებიან. ივანიშვილი მათ თანხებს უხდის საკუთარი კერძო ჯიბიდან, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მრავალმილიონიანი ამერიკელი ლობისტები, რომლებსაც თანხებს ხალხის ჯიბიდან უხდის.
ბიძინა ივანიშვილს მთელი თავისი ცხოივრების მანძილზე უშრომია და ამ შრომის ნაყოფს როგორ მოიხმარს, ეს მისი პირადი საქმეა. რაც შეეხება არჩევნების მოგებას, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებას საქართველოში აპირებს. ამას ემსახურება თავად კოალიციის ლიდერის რეგიონებში სიარული და ხალხთან აქტიური ურთიერთობა.