დღეს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის – თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები იმღერებენ და გარდაცვლილისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ.
თეონა ქუმსიაშვილი 22 ივლისს ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, ავარიის დროს "ჯიპის" მარკის ავტომობილით მდინარეში გადავარდა. მანქანაში 10 მგზავრი, თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე, პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), ასევე ნათია ქუმსიაშვილი, თორნიკე ქუმსიაშვილი, თეონა ჭინჭარაული, ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა არაბული ისხდნენ.
ავტოკატასტროფის შედეგად 7ადამიანი გარდაიცვალა. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.