დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების” ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მისი გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღის წინ დააყადაღეს სამოქალაქო ორგანიზაციები და ერთ-ერთი არის „სამართლიანი არჩევნები“. საუბარია იმაზე, რომ დაყადაღების მიზეზი იყო სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის პირბადეების შეძენა. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. პროკურატურამ დამიბარა და ვთხოვე, სასამართლოში დაკითხვა მერჩივნა“, - აღნიშნა დოლიძემ.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.