"მინდა, შევახსენო, რაც მან არ იცის"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კონსტიტუციის იმ მუხლს ახსენებს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს.„საქართველოს უნიათო პრემიერს, რომელიც არ არის დაკავებული საქმით, იმიტომ, რომ მან არაფერი არ იცის და ყოველდღიურად ქვეყანა უკან მიდის, მინდა, შევახსენო, რაც მან არ იცის, კონსტიტუცია, სადაც 52-ე მუხლში, შავით თეთრზე წერია - საქართველოს პარლამენტის წევრს, აქვს უფლება, ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს.დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავსირებით, წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება, პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ“, - ამბობს მაჭავარიანი. შეგახსენებთ, პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს, გივი თარგამაძის მიერ ინფორმაციის მოპოვების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.