ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ

რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელიც მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

მაჭავარიანის შეფასებით, ელისაშვილი არაპრინციპული ადამიანია და რთულია მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება.

„რა თქმა უნდა, [საპარლამენტო არჩევნების] გაყალბებასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანიც არ არსებობს. ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ წარმოადგინა. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის აღიარებას, რომ მეოცე ნომრად რომ ვეწერებოდი, ვიცოდი, რომ მაგდენ მანდატს ვერ ავიღებდითო, რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა ოპოზიციამ თავისი რეიტინგის შესახებ, წინასწარ იცოდნენ, რომ ისინი დამარცხებულები იყვნენ.

თუმცა, ბატონ ელისაშვილთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ვერაფერზე გავაკეთებ მისი არასერიოზული პიროვნებიდან გამომდინარე. ბოლო დროს თუ არ ვცდები, მან ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ურიგდება თუ ხელს უწვდის თუ ასე შემდეგ. მანამდე გვახსოვს, როგორ ლანძღავდა პირდაპირ ეთერში ბატონ ხაზარაძეს, რა ბრალდებებს უყენებდა და შემდეგ აღმოჩნდა ხაზარაძის პარტიაში. ასეთ არაპრინციპულ ადამიანზეა საუბარი და რა თქმა უნდა, რთულია რაიმე სერიოზული კომენტარი გაკეთება”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს. ერთ-ერთ გადაცემაში მან ასევე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარ მოლოდინებზეც. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მან არჩევნებამდეც იცოდა, რომ მეოცე ნომრით პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, რაც ეწინააღმდეგება ოპოზიციური სპექტრის მტკიცებას, თითქოს 2024 წლის არჩევნები გაყალბდა.

Gami ეს კინტუა ალოკე ელისაშვილი, ადრე ჭრელ აბანოში რომ თბილისელი თუქსუსების "ჩაბმული პაროვოზი-სასტავი" იმართებოდა, იმის აქტიური მონაწილეა თავისი არსით!
3 საათის უკან