21-22 მარტს მთელს საქართველოში იწვიმებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ მთელს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, შესაძლოა, მთაში თოვლის სახით.
ამასთან, 21-22 მარტს მთელს საქართველოში მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამით, 3-8 გრადუსი, დღისით _ 8-13, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ღამით _ 1-6 გრადუსი, დღისით – 9-14 გრადუსი იქნება.
23 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყდება, 24 მარტიდან 28 მარტამდე კი გამოიდარებს, ქვეყანაში უნალექო მზიანი ამინდი იქნება. თანდათან დათბება და ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-27 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში 25 გრადუსის ფარგლებში იქნება.