დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს შეხვედრაზე იყვნენ, საქართველოს მომავლის მშენებლობაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნათელ და პერსპექტიულ ნაწილს - სტუდენტებს შევხვდი. USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საუბარი იმდენად საინტერესოდ წარიმართა, რომ დაგეგმილზე დიდხანს გაგვიგრძელდა. გვქონდა დიალოგიც, პოლემიკაც და დისკუსიაც. საუბრის მთავარი თემა - "ჩვენი დასავლური არჩევანი" იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს შეხვედრაზე იყვნენ, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სასწავლო დაწესებულებიდან, საქართველოს მომავლის მშენებლობაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან", - განაცხადა ალასანიამ.