გიორგი გაბუნია: ჩვენ ხომ არ ვერევით არც დანიის, არც საფრანგეთის, არც გერმანიის შიდაპოლიტიკურ პროცესში?! ჩვენ არ ვერევით ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათგან განსხვავებით

გიორგი გაბუნია: ჩვენ ხომ არ ვერევით არც დანიის, არც საფრანგეთის, არც გერმანიის შიდაპოლიტიკურ პროცესში?! ჩვენ არ ვერევით ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათგან განსხვავებით

ჩვენ ხომ არ ვერევით არც დანიის, არც საფრანგეთის, არც გერმანიის შიდაპოლიტიკურ პროცესში?! ჩვენ გავაკეთეთ განცხადება?!, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ხელისუფლებას ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებისა და მედია გარემოს გამო აკრიტიკებს.

„გახსენდებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს მარი ლეპენს აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა?! ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ გერმანიაში მთავარ ოპოზიციურ პარტიას აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა?! ჩვენ ხომ ამას არ ვაფასებთ პოლიტიკურად. ჩვენ არ ვერევით ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათგან განსხვავებით, როდესაც ისინი მუდმივად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

დანიაში კონკრეტული საგარეო საქმეთა მინისტრი თუ არის ბრალდებული დანაშაულში და განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულში, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს არის დანიის საკითხი, ეს არის მათი შიდაპოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკე რასმუსენი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს, პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელის მოსყიდვის მცდელობის სკანდალში ფიგურირებს.