ქართველი და რუსი დიპლომატები არ გამორიცხავენ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრას

ქართველი და რუსი დიპლომატები არ გამორიცხავენ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრას

რუსულ მედიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

„რია-ნოვოსტიმ" პუტინის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით, დღეს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქართველი და რუსი დიპლომატები არ გამორიცხავენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

ამ განცხადებას ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

შეფასება ორი ქვეყნის პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან გაკეთდა, რომლებიც ამ წუთებში საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხვდებიან.

„ამ ვითარებაში რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრამ, არ მგონია, საქართველოს სიკეთე მოუტანოს, რადგან ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს რუსეთმა გადადგა, არის ძალიან ცინიკური და ლახავს საქართველოს ღირსებას," - განაცხადა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

http://ria.ru/politics/20150318/1053301785.html