გაერო "ისლამურ სახელმწიფოს" ერაყში იეზიდი უმცირესობების წინააღმდეგ გენოციდისა და ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გაერო-ში განაცხადეს.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ისლამური სახელმწიფოს მიზნებს იეზიდების, როგორც რელიგიური ჯგუფის განადგურება წარმოადგენს. ერაყი ზაფხულის შემდეგ ათობით ათასმა იეზიდმა დატოვა მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ ჯიჰადისტებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს. რადიკალებმა იეზიდების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს.