„უკიდურესად განწყობილ ნაწილს არ უნდა მიეცეს საშუალება, აქცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“

„უკიდურესად განწყობილ ნაწილს არ უნდა მიეცეს საშუალება, აქცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“

აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აუცილებელია, რომ 21 მარტის აქციაზე უკიდურესად განწყობილ მონაწილეებს, საშუალება არ მიეცეთ, მშვიდობიანი დემონსტრაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

ამასთან, ნორლანდის განცხადებით, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და უნდა უზრუნველჰყონ, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ, ხელისუფლებამ კი ამ დროს კანონის და წესრიგის დაცვა უნდა მოახერხოს.

„რასაკვირველია, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ. ხელისუფლებას კი, ბუნებრივია, ევალება კანონის და წესრიგის სრული დაცვა ასეთი გამოხატვის დროს. პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და უნდა უზრუნველჰყონ, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს. აუცილებელია, უკიდურესად განწყობილ მონაწილეებს, საშუალება არ მიეცეთ, მშვიდობიანი დემონსტრაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“, - განაცხადა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.