ჩვენს ქვეყნებს შორის შეიქმნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცე

ჩვენს ქვეყნებს შორის შეიქმნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცე

"დაფიქსირებულია სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი დიალოგის მაღალი დონე," - ამის შესხებ განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალტან, ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, მხარეებმა პარტნიორული კავშირის განმტკიცებისკენ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. მისი თქმით, დოკუმენტში თანამშორმლობის გარდა გათვალსიწინებული მხარეებს შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება.ასევე " ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცის შექმნა".

„დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაა, რომელშიც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ დაფიქსირებულია სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი დიალოგის მაღალი დონე. განსაზღვრულია ჩვენი ურთიერთობების გრძელვადიანი მიმართულებები, გათვალისწინებულია ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება. ჩვენს ქვეყნებს შორის შეიქმნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო სივრცე. უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო ორგანოების ინტეგრაცია და სახელმწიფო საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის,” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. შეთანხმება გაფორმდა. მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 25-წლიანია და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.