ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რკინიგზის საკითხი საქართველოს პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობას გაუფუჭებს.
„რკინიგზის გახსნა ძალიან დამაზიანებელია. ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. ჩვენთვის არანაირი ხეირი ამას არ ექნება. ვფიქრობ, ეს გაგვიფუჭებს ურთიერთობას ჩვენს პარტნიორ აზერბაიჯანთან. ასევე, რკინიგზის გახსნა არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ამაში არაფერი კარგი ჩვენთვის არ არის“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.