"ჯიჰადი ჯონის" სახელით ცნობილი ისლამისტი, რომელიც დასავლელი მძევლების მკვლელობის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩნდება ხოლმე, კუვეიტში დაბადებული ბრიტანელია.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ისლამისტის სახელი მუჰამედ ემვაზია. ის დასავლეთ ლონდონში გაიზარდა. მუჰამედ ემვაზი პირველად ჯიჰადისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა, როდესაც მან ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეიმს ფოული მოკლა.
აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ დასავლური მედია მის ინგლისურ აქცენტზე ალაპარაკდა. თუმცა, ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყებები მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან ამ დრომდე თავს იკავებდნენ.