ზუსტად 161 წლის წინ, 1849 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ბალტიმორში, დიდი ამერიკელი ნოველისტი და პოეტი – ედგარ ალან პო გარდაიცვალა.
ალან პო დაიბადა ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსი, დაბადების სახელი - ედგარ პო. ახალგაზრდა დაობლდა, როდესაც მამის ოჯახიდან წასვლის შემდეგ დედა გარდაეცვალა. პო აიყვანეს ჯონ და ფრენცის ალანებმა, რიჩმონდიდან, ვირჯინია, თუმცა ოფიციალურად არასდროს უშვილებიათ. ჩააბარა ვირჯინიის უნივერსიტეტში, რომელიც უსახსრობის გამო ერთ სემესტრში მიატოვა. ნებაყოფლობით წავიდა არმიაში, თუმცა წარუმატებლად დასრულდა მისი კურსანტობა ვესთ ფოინთში, რის შემდეგაც მისი და ალანების გზები გაიყო. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო გამოქვეყნება, ანონიმური პოემების მცირე კრებულით - “თემურლენგი და სხვა პოემები“ (1827), გამოქვეყნდა “ბოსტონელის“ ფსევდონიმით.
შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამოდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა, პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორში, ფილადელფია, და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა “ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება.
ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის გამოშვებას,თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს ...
პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ-სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ-კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებში და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ-მუზეუმადაა ქცეული.
"ანაბელ ლი”
თარგმანი ინგლისურიდან – მერაბ მეტრეველი
ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.
ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის
შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეითლშობილთა
მაშინ წამგავრეს ის
და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის
და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.
მთვარე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის…
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის