მთელი ცხოვრება ამ მნიშვნელოვანი მომენტისთვის ვემზადებოდი - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალისტური პარტიიდან, ფრანსუა ოლანდმა ქალაქ ლა-ბურჟში თავის მომხრეებთან შეხვედრისას.
ქვეყნის მეთაურის არჩევნებამდე სამი თვით ადრე საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ოლანდის სასარგებლოდ ხმის მიცემას ფრანგთა 30% აპირებს. მთავრობის წევრებისთვის და სხვა მაღალჩნოსნებისთვის ხელფასის შემცირების დაპირებით სოციალისტების ლიდერს შეუძლია მიიმხროს კიდევ უფრო მეტი ადამიანი,
„მე გთავაზობთ, გავაუქმოთ პარლამენტის დეპუტატების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. გთავაზობთ ნაწილობრივ პროპორციულ სისტემას ნაციონალურ ასამბლეაში, პასუხისმგებლობის თანაბარ დონეს ქალებისა და კაცებისთვის და უცხოელებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას ადგილობრივ არჩევნებში... და ნუ შეგეშინდებათ ჩვენი ნაციონალური იდენტურობის დაკარგვის. ქვეყნის ერთიანობის სახელით ჩვენ უნდა მოვიშოროთ ყველა შიში, ზედმეტი სიფრთხილე და კონსერვატიზმი“ - განაცხადა ოლანდმა.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია თავისი კანდიდატურა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ იგი ოლანდს 7%-ით ჩამორჩება. ამჟამინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ფრანგებს ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან სასწაულის მოლოდინი აიძულა.
ამასთან, მუდმივად იზრდება ცენტრისტი ფრანსუა ბაირუს რეიტინგი. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით მის კანდიდატურას რესპოდენტთა 13% უჭერს მხარს.
თუმცა გამოკითხვებით მესამე ადგილს ნაციონალური ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენი ინარჩუნებს 18%-იანი მხარდაჭერით. ევროსკეპტიციზმი და ნაციონალისტური თეზისები მის პოლიტიკურ პროგრამას მიმზიდველს ხდის ბევრი ფრანგისთვის.