კნუტ ჰამსუნი თბილისში დაბრუნდა

კნუტ ჰამსუნი თბილისში დაბრუნდა

ქართულ ენაზე გამოიცა გამოჩენილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის ნაწარმოები "ზღაპრულ მხარეში"-კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი, რომელშიც ნობელიანტმა ავტორმა თავისი საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობა ასახა. მწერლისათვის საკმაოდ უჩველოდ რომანტიკული სათაური მიგვანიშნებს, რომ წიგნში გასაოცარი ამბებია აღწერილი. მართლაც ჰამსუნის თბილისი, საქართველო და მთელი კავკასია ცოცხალი, შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელია.


წიგნმა დღის სინათლე პირველად 1903 წელს იხილა. მაშინ მწერალს სურვილი ჰქონია, რომ  გამოცემაში მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა მოხვედრილიყო, თუმცა ამ თხოვნაზე თავის გამომცემლისაგან უარი მიუღია და აი 107 წლის შემდეგ ახდა ჰამსუნის ოცნება- მისი "ზღაპრულ მხარეში" უხვი ილუსტრაციებით გამოიცა, ოღონდ ეს მოხდა საქართველოში და არა ნორვეგიაში. წიგნი ქართულ ენაზე გამოვიდა და ის დასურათებულია მე-19 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფების შედევრებით. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობაში  -  "ლიტერა".