რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსული ჯარისკაცების მონაწილეობის არცერთი ფაქტი არ არსებობს.
"ჩვენ რუს ჯარისკაცებსა და შეიარაღებაზე არაერთხელ გვსმენია განცხადებები, მაგრამ ყოველ ჯერზე მე ვამბობ, რომ თუ ამას ამტკიცებთ, წარმოადგინეთ ფაქტები. ფაქტების წარმოდგენა კი არავის შეუძლია ან ამის გაკეთება არ სურს. ისევე როგორც არ შეუძლიათ იმ ფაქტების წარმოდგენა, რომელიც თითქოს ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში უკრაინელებსა და ამერიკელებს აქვთ და რომელიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებას ეხება. არ წარმოუდგენიათ არც უკრაინელი დისპეჩერების საუბრის ჩანაწერები, არც ამერიკული თანამგზავრების და "ავაქსების" მონაცემები, რომლებიც იმ დღეს უკრაინის თავზე იყვნენ. ამიტომ სანამ ჩვენ გვკითხავთ, როდის დავასრულებთ რაღაცის გაკეთებას, მანამდე წარმოადგინეთ იმის მტკიცებულება, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ", - განაცხადა ლავროვმა.