ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების MI5-ის ხელმძღვანელის ენდრიუ პარკერის განცხადებით, სირიაში მებრძოლი ისლამისტი ტერორისტები დასავლეთში მასობრივ თავდასხმებს ამზადებენ და სადაზვერვო სააგენტოები შესაძლოა უძლური აღმოჩნდნენ მათ შესაჩერებლად. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ სირიაში მებრძოლი "ალ-ქაიდას" ტერორისტები დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მაქსიმუმს ვცდილობთ, ვერ გვექნება იმის იმედი, რომ ყველაფერს შევაჩერებთ", - განაცხადა ენდრიუ პარკერმა.
საფრანგეთში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
2014 წელს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ოთხი ტერაქტი აღკვეთეს.