ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია – Warner Bros, აპირებს ლეგენდარული ამერიკული მრავალსერიანი ფილმის – “სუპერმენის“ ახალი სერიების გადაღებას.
შეერთებულ შტატებში ბევრი კინოკრიტიკოსი მიიჩევს, რომ “სუპერმენის“ პროექტმა თავისი თავი გასული საუკუნის 90–იან წლებში უკვე ამოწურა და ამ დასახელებით ახალი ფილმების ციკლი მომგებიან ვეღარ იქნება. თუმცა, ასე არ ფიქრობს ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი – ზაკი სნაიდერი, რომელიც “სუპერმენის“ ერთბაშად სამი სერიის გადაღებას აპირებს და სათანადო სახსრები მას თითქმის უკვე მოზიდული აქვს.ამ პროექტის კურატორად დაინიშნა კრისტოფერ ნოლანი. კაცი, რომელსაც ამერიკელებმა “მისტერ რისკი“ შეარქვეს. ჰოლივუდში ფიქრობენ, რომ ნოლანს აქვს უნიკალური ალღო იმისა, რომ ერთი შეხედვით უინტერესო პროექტები ბესტსელებერად აქციოს.
რამდენად მოახერხებს იგი, “სუპერმენის“ მიმქრალ დიდებას ახალი სული შთაბეროს, ამას მომავალი გვაჩვენებს, თუმცა ისიც აღასანიშნავია, რომ ამერიკულ კონოინდუსტრიას ახსოვს არაერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ძველი თემების და სიუჟეტების წინ წამოწევას, ფილმის დამფინანსებლებისა და მსახიობებისათვის სოლიდური მოგება მოუტანია.