ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა!

ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა!

„ტერორიზმი მთელი მსოფლიოს პრობლემაა და მის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება",- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტული აქტების სერიასთან დაკავშირებით გააკეთა:

"მივუსამძიმრეთ ყველა დაღუპულს, მათ ოჯახებს, მივუსამძიმრეთ საფრანგეთის მოსახლეობას, ქვეყნის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასთმით ვთქვა, რომ ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.