ინდონეზიელმა მაშველებმა იავას ზღვაში ცხედრები აღმოაჩინეს

ინდონეზიელმა მაშველებმა იავას ზღვაში ცხედრები აღმოაჩინეს

ინდონეზიელი მაშველები იავას ზღვაში ცხედრების აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან, რომელიც სავარაუდოდ ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი გაუჩინარებული ლაინერის მგზავრები არიან.

"ბიბისის" ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედრები უკვე ამოიყვანეს სამხედრო ხომალდზე. ინდონეზიის ტელევიზიამ უკვე გაავრცელა 6 ნაპოვნი ცხედრის ფოტო.

რამდენიმე საათის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იავას ზღვაში თეთრი წითელი და შავი ფერის 10 ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ავიაკომპანია AirAsia-ს დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის.

ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი Airbus A320-200 კვირას გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა.