გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობოების მხრიდან ესწრებიან წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის კავშირის GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეკა ცისკარიშვილი, სარეაბილიტაციი ცენტრი "კამარას" თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამიძე.

პროექტის მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარება.