როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 22-24 დეკემბერს გამართულ შეწყალების კომისიის სხდომაზე, უვადო პატიმრობა მისჯილი მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის განცხადება იყო წარდგენილი, თუმცა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია არ გაუწია.
ზვიად ქორიძის განმარტებით, მათ შორის ვისაც შეწყალება შეეხოთ არიან სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებების გამო მსჯავრდებული პირები, ასევე ტრანსპორტის და უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული პირები, არიან მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელს თაღლითობის, ქურდობის მცდელობის გამო, სხეულის დაზიანების და საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების გამო იხდიდნენ.
რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, ამ სიაში ისინი ვერ მოხვდვენ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არის ყოველთვის შეწყალებულთა სიაში ნაკლები ქალბატონი, ქორიძემ განაცხადა, რომ იმ 493 საქმეში, რომელიც კომისიამ განიხილა, ძალიან ცოტა იყო მსჯავრდებული ქალბატონების განცხადებები.
"ეს კითხვა კომისიასაც ჰქონდა. ჩვენ შევეცდებით შესაბამისი ინფორმაცია მივიღოთ კონკრეტული დაწესებულებებიდან. ჩემი პირადი მოსაზრებაა და ველოდები, რომ შემდეგი კომისიებისთვის მეტი იქნება მსჯავრდებული ქალბატონების განცხადებები, იმიტომ რომ გადის დებულებით დათქმული 6-თვიანი ვადა, როდესაც უარის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია კომისიაზე განაცხადის ხელახლა შეტანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.