სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ

სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ

სინოპტიკოსები საქართველოში ახალი წლის დღეებში თოვლს არ ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მათ შორის თბილისშიც.

მისივე თქმით, ახალი წლის ღამით თოვლი მოსალოდნელია მესტიაში, გუდაურსა და ფასანაურში.

4 იანვრამდე დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +4;+9; დღისით - +9; +14; მთაში ღამით - 0; +5; დღისით +4; +9; მაღალმთაში ღამით  -3;+2; დღისით - 0;+5;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0;+5; დღისით - +4;+9; მთაში ღამით - -3;+2; დღისით +3;+8; მაღალმთაში -7-2; -1;+4;

თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით +3; დღისით - +6 იქნება.

4 იანვრის შემდეგ საქართველოში აცივდება და არამდგრადი ამინდები იქნება.