მოსკოვის სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი შეუფარდა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის.
ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, სასამართლომ "ივ როშეს" საქმეზე ასევე გაასამართლა ალექსეი ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ალექსეი და ოლეგ ნავალნებს ბრალი ედებათ კომპანია "ივ როშე აღმოსავლეთის" კუთვნილი 26 მილიონი რუბლის მითვისებაში.