სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10359 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" განმარტებით, აქედან, ექსპორტი 2628 მლნ. აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7731 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5103 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.