პრეზიდენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოხსნის თუ არა საიდუმლო გრიფს ფოტოგრაფების საქმეს

პრეზიდენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოხსნის თუ არა საიდუმლო გრიფს ფოტოგრაფების საქმეს

საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოხსნის თუ არა საიდუმლო გრიფს ფოტოგრაფების საქმეს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

"გრიფის მოხსნა, ბუნებრივია, დაკავშირებულია ბევრ დეტალთან. ასე პირდაპირ, ექსპრომტად რომ კითხვაზე გიპასუხოთ, არ შემიძლია. ფოტორეპორტიორების საქმის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენთან აქტიურად მუშაობდა, იყო ჩემს გუნდში საარჩევნო კამპანიის დროს და მე მგონია, რომ ჯერ პირველ რიგში ამ ადამიანებს უნდა შევხვდე და გავესაუბრო, რასაც, ალბათ, უახლოეს მომავალში გავაკეთებ, თუ ასეთი ინტერესი არსებობს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.