CNN: ბრიტანელი ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესში არეულობის დროს რეზინის ტყვიით დაჭრეს

CNN: ბრიტანელი ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესში არეულობის დროს რეზინის ტყვიით დაჭრეს

ბრიტანელი ფოტოგრაფი, ნიკ სტერნი ლოს-ანჯელესში პროტესტების გაშუქების დროს რეზინის ტყვიით დაჭრეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკული ტელეარხი წერს, ბრიტანელი ჟურნალისტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებას იღებდა, როცა რეზინის 14-მილიმეტრიანი ტყვია მას ფეხში მოხვდა და ბარძაყი დაუზიანა.

„თავდაპირველად მაინტერესებდა, ისინი საბრძოლო ვაზნებს ისროდნენ, თუ არა? რამდენიმე დემონსტრანტი მომიახლოვდა, დახმარება გამიწია. როცა მათ მივყავდი, შევნიშნე, რომ ფეხიდან სისხლი მდიოდა“, - განაცხადა სტერნმა.

პირველადი დახმარება ფოტოგრაფს ადგილზე გაეწია, შემდეგ მან ტკივილისგან გონება დაკარგა. სტერნი სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.