თეა წულუკიანი ელჩებს: მობრძანდით და მოუსმინეთ რას ჰყვება ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის ოპერაციის საქმეზე. როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ აწამებდნენ. ბატონო ელჩებო, დაბრძანდით, უსმინეთ

თეა წულუკიანი ელჩებს: მობრძანდით და მოუსმინეთ რას ჰყვება ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის ოპერაციის საქმეზე. როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ აწამებდნენ. ბატონო ელჩებო, დაბრძანდით, უსმინეთ

„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი როგორც ჩანს, არის მოცლილი იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი არ იმართება, რომელსაც არ აცდენს. როგორც ჩანს მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მე მინდა მას შევთავაზო- ბატონო ელჩო, მობრძანდით, ჩვენი კარი ღიაა, ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად და მოუსმინეთ რას ჰყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის ოპერაციის საქმეზე“-განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.  

„როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს, როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა და ჩვენ განზრახ არ გვინდა დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, იმიტომ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით ვიცავთ პირადი ცხოვრების და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. თუ როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს. ბატონო ელჩებო, ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, მხოლოდ უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო სააკაშვილი, რომელიც როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა სააკაშვილის გარდა, რომ ქართველი კაცები ეტირებინა ხმით“-განაცხადა თეა წულუკიანმა.