საქართველოს პრეზიდენტმა ლიტერატურული ფესტივალის „ლიტ-ტურის" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. ფესტივალი „ლიტ-ტური" ქვეყნის პირველი პირის პატრონაჟით იმართება. მიღება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და სტუმრები გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიიღო.
ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეები არიან მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები და კრიტიკოსები. ღონისძიების მიზანია ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ და საერთაშორისო ტენდენციებს გაეცნონ. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება და საქართველოს მოამზადებს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად.
ფესტივალი „ლიტ-ტური" 11 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დასრულდება.