მუქარის შემცველი ვიდეორგოლების წარმომავლობის დადგენაზე შსს ინტენსიურად მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა რათა დადგინდეს, თუ რომელი ქვეყნიდან და ვის მიერ მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება. ამასთან, პროცესში ქართულ მხარეს აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. მისივე თქმით, საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გამოძიების დასრულებამდე ვერ გავრცელდება.
მუქარის შემცველი ორი ვიდეორგოლი 6 ივნისს Yოუტუბე-ის მეშვეობით გავრცელდა. ავტორი "თალიბანის" სახელით საუბრობს, ქართველ სამხედროებს ჯვაროსნებად მოიხსენიებს და ავღანეთის მისიაში მათი მონაწილეობის გამო ჯიჰადის შურისძიებით იმუქრება. მუქარა მიმართულია როგორც ქართველი ჯარისკაცების, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.