ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას არ გეგმავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას არ გეგმავს

ირანი აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას არ გეგმავს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

„მოლაპარაკებების განახლების შესახებ არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა. არცერთი დაპირება არ გაცემულა და არც არანაირი განხილვა არ მომხდარა ამ საკითხზე“, - განუცხადა არაღჩიმ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო არხ IRINN-ს სატელევიზიო ინტერვიუში.

„ამერიკელებთან რთული გამოცდილება გვქონდა - მათ მოლაპარაკებებს უღალატეს პროცესის შუა გზაზე. ეს გამოცდილება აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს მომავალ გადაწყვეტილებებზე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნება ირანელი ხალხის კეთილდღეობაზე დაფუძნებით და არა ემოციებზე, ან რაიმე ზედაპირულ ან დროებით მოსაზრებებზე“, - დასძინა მან.