საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე მოსამართლესთან ერთად მოსამართლეთა კონფერენციის დეტალები განიხილა. როგორც კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დარბაზში ჩატარდება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს იმ დარბაზის დათვალიერებაც შესთავაზა, სადაც კონფერენცია უნდა გაიმართოს.
"დღეს მოვიწვიეთ ის მოსამართლეები, რომლებმაც კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შენიშვნები წარმოადგინეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღია პროცესია, რომელშიც ყველას აქვს მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. მივიდეთ იმ დარბაზში, სადაც გაიმართება კონფერენცია და ადგილზე დავათვალიეროთ, როგორ წარიმართება პროცესი", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მოსამართლეთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები უნდა აირჩიონ, 9 ივნისს გაიმართება.