უფლებადმაცველ გიორგი გაბედავას განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე დაანონსებული აქცია "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა" "დედაენის ბაღში" მაინც გაიმართება.
გაბედავა "დედაენის ბაღში" იყო შესული, სადაც მისი თქმით, სამართალდამცველებთან კონსულტაციები გამართა. "გვქონდა კონსულტაციები სამართალდამცველებთან და მათგან სავარუდოდ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ გავმართოთ აქცია "დედაენის ბაღში", ძეგლის წინ. რაც შეეხება მეორე აქციას, სავარაუდოდ ისიც გაიმართება ასევე ამ ბაღის ტერიტორიაზე, რაშიც ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით", - აღნიშნა გაბედავამ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ამჟამად, "ეროვნული ფრონტის" წევრები მშრალ ხიდთან, "დედაენის ბაღის" წინ პოლიციის მიერ გაკეთებულ შესასვლელთან იმყოფებიან. ისინი მოითხოვენ ბაღის ტერიტორიაზე შესვლას და აქციის გამართვას.
სამართალდამცველები ბაღის ტერიტორიაზე ამ დროისთვის არავის უშვებენ.