"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, პრაიმერის გარეშე დასახელდეს. ამის შესახებ "პარიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკაევების შემდეგ პარტია განსაკუთრებულ სამუშაო ვითარებაში იმყოფება. "საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა გვსურდა პრაიმერის ჩატარებით, რომელიც კარგი სტანდარტია, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს და კანდიდატი კონსესუსისა და გამოკვლევების საფუძველზე დავასახელოთ", – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ივნისის თვეში დასახელდება. "იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც გამარჯვებისთვის აუცილებლად იბრძოლებს", – განაცხადა გიგი წერეთელმა.