პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ დედაენის ძეგლთან დღეისთვის დაგეგმილი აქციები მშვიდობიანად ჩაივლის.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციაზე უსაფრთხოების ზომების ორგანიზებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
"რას ნიშნავს, არა თეოკრატიას? თუმცა, გუშინ შს მინისტრმა ამის შესახებ მითხრა. ის აკეთებს უსაფრთხოების ზომების ორგანიზებას და მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს თბილისში, დედაენის ძეგლთან 18.00 და 19.00 საათზე ორი აქციაა დაგეგმილი. ერთი აქცია იმართება მოთხოვნით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!" მეორე აქციის ლოზუნგია - ლოზუნგია - "არა თეოკრატიას".