პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, გამოძიება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის სასარგებლოდ დასრულდეს და ის თანამდებობაზე დაბრუნდეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას დანიშვნის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"კანონით უნდა დაგვენიშნა ახალი მინისტრი. მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება, რომ უფრო ხანგრძლივი პერიოდით ყოფილიყო, შესაბამისად, ჩვენ დავემორჩილეთ კანონს, მაგრამ რბილი გადასვლა გავაკეთეთ. თუ ყველაფერი დასრულდება კირვალიძისთვის სასიკეთოდ, დაუბრუნდება თავის პოსტს. მე სურვილი მაქვს, რომ ასე დასრულდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.